“რუსეთმა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი ამ ქვენებში შეჭრითა და ოკუპაციით დაარღვია. NATO-მ უნდა უზრუნველყოს სამხედრო დახმარება და რჩევები უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის. ის უნდა მიისწრაფოდეს ალიანსში საქართველოს შეყვანაზე. შესაძლოა, დროებით, ოკუპირებული მხარეების გარეშე, როგორც ეს გავაკეთეთ დასავლეთ ბერლინში ცივი ომის დროს”
ეველინ ფარკასი, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე
ვაშინგტონში NATO-ს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მინისტერიალის დაწყებამდე კონგრესის ორივე პალატაში მოსმენები გაიმართა, სადაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი პრიორიტეტულად დასახელდა.