გორში დღეს მანქანა გაქურდეს. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
მოპარულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გასაღებები.
მანქანა ინკასატორს ეკუთვნის. მან ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 – ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 – დან 5 – წლამდე.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე