3% მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან კარგად გამოხატავს საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს, 32%-ის აზრით კი, ამას მაუწყებელი აკეთებს უფრო კარგად, ვიდრე ცუდად, – ამის შესახებ ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა.
გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 47% საზოგადოებრივ მაუწყებელს არასდროს არ უყურებს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველდღე უყურებს 13%, კვირაში რამდენჯერმე – 11%, თვეში რამდენჯერმე – 5%, უფრო იშვიათად – 24%.
კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.