ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქს მოსახლეობის 66,3% ენდობა – CRRC-ის კვლევა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოსახლეობის 66,3% ენდობა, ხოლო საკუთრივ საპატრიარქოს 27,7%, – ამის შესახებ  ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82.5% თავს მართმადდებლურ ეკლესიას მიაკუთვნებს. მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ყველაზე მეტი აღმსარებელი სომხურ სამოციქულო ეკლესიას (მოსახლეობის 5.9%) და სუნიტურ ისლამს (მოსახლეობის 3.4%) ჰყავს.

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

იტვირთბა....