“ვუსმენ სააკაშვილს, ილაპარაკა ფარულ ჩანაწერებზე და ფაქტიურად თქვა, რომ მისი ხელისუფლების დროს პირად ცხოვრებას არ ვიწერდითო და რომ გამეგო დავსჯიდიო. ხოდა, აბა ჩვენ რა გავანადგურეთ კომისიაში რომ ვიყავი ? 24 ათასი ფაილი იყო დაარქივებული შს სამინისტროში და იქედან 500-მდე წავშალეთ და დანარჩენი დავტოვეთ, რომ ეს სისტემური დანაშაული გამოეძიებინათ ოცნების ხელისუფლებას რაც მათ არ გააკეთეს. ჩემი კითხვაა ანუ ვინ წერდა ამ ყველაფერს და ვინ აგროვებდა შსს-ში? აქ ხომ ყველა იყო ჟურნალისტები, ოპოზიციის და მმართველი პარტიის წევრები, აქტიური მოქალაქეები… საოცარია, უსმენ ამ კაცს და თითქოს არაფერი მომხადარა. თუ შეცდომის აღიარება არ შეუძლია, იმ თემებს მაინც ნუ ეხება, სადაც გამართლების მოძებნა შეუძლებელია!”, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს, არც ერთი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი არ გასულა.