“ამ ზვიადიზმის აფეთქებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“, სიყვარულის ბუშტი რომ გაუსკდა ყველას მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი იხილეს ცნობილ ადგილზე. იქ ისეთი კადრებია, ფელინის „ამარკორდს“ ძალიან მოუხდებოდა. ძალიან კომიკურია ეს ყველაფერი და იმდენად უხარისხოდ კეთდება, რომ არავის ამის არ სჯერა. თანაც, იმ ფონზე კეთდება ეს, როდესაც 2-3 თვის წინ ზვიად გამსახურდიას შვილები პროკურატურში შიმშილობდნენ. ერთია ივანიშვილის ასეთი ქმედება, ხოლო მეორეა, მერე რა მოხდა, მეორე დღეს როგორ აფეთქდა სიყვარულის ნაღმი „ქართულ ოცნებაში“ ზვიად გამსახურდიას მიმართ. ერთმანეთს რომ ასწრებდნენ – ვინ საფლავზე გარბოდა და ვინ – განცხადებებს აკეთებდა. ერთ დღეში მთელი „ქართული ოცნება“ გახდა ზვიადისტი, გეგონება, რომ ზვიადის კულტია ამ ქვეყანაში…”
გია ხუხაშვილი
გადაცემა “360 გრადუსი”