ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოს ზოგიერთ საპატიმრო დაწესებულებაში ტარაკნები და ბაღლინჯოებია გავრცელებული”

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში, ციხეებში ვიზიტების დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თავად იხილეს ტარაკნები და ბაღლინჯოები – ფსიქოლოგების სამუშაო ოთახებში, საცხოვრებელ საკნებსა და სამარტოო საკნებში.

„გეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, წინა წლების მსგავსად, 2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო საკნებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები №2, №8, №12, №14, №15, №17, №18 და №19 დაწესებულებებში. №2, №8, №15, №16, №N17 დაწესებულებებში გავრცელებულია მწერები. ვიზიტების დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თავად იხილეს ტარაკნები და ბაღლინჯოები ფსიქოლოგების სამუშაო ოთახებში, საცხოვრებელ საკნებსა და სამარტოო საკნებში. ჯგუფის წევრებს არაერთმა პატიმარმა აჩვენა მწერის ნაკბენები.

2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო სათანადო ვენტილაცია, საკმარისი განათება და ყველა მსჯავრდებულისთვის პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური პირადი ფართით უზრუნველყოფის საკითხი”, – ნათქვაია ანგარიშში.

იტვირთბა....