ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქანთარია – კანონპროექტში სიტყვა-სიტყვითაა ჩადებული ლიბერალის საუკეთესო გაგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ” კანონპროექტში ლიბერალის საუკეთესო გაგება სიტყვა-სიტყვითაა ჩადებული.

“მე ვთვლი, რომ უფრო რედაქციულია. ლიბერალი საუკეთესო გაგებით რასაც ნიშნავს, ის ყველაფერი სიტყვა-სიტყვით არის ჩადებული. ამიტომ, პოლიტიკური მიმდინარეობის ტერმინი, რომელიც პოლიტიკური მიმდინარეობაა, ძალიან მრავალმხრივი და აქვს ძალიან ბევრი განშტოება, ვიფიქრეთ, რომ საჭირო არაა და პირდაპირ გადმოგვაქვს ბავშვთა კონვენციიდან, სადაც ეს სიტყვები ნახსენები არ არის. ბავშვთა კონვენციიდან გადმოგვაქვს მთლიანად, ჩვენს სიტყვებს არ ვამატებთ, კიდევ ბავშვთა კოდექსიდან გადმოგვაქვს. ამიტომ, არაფერი საშიშროება. რის გამო ხდება ეს ყველაფერი და რატომ ხდება… ლიბერალიზმი კლასიკური გაგებით, არც ცხოვრებაში, არც პოლიტიკაში მაგის წინააღმდეგი არავინ არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ თავისუფალი ნება, თავისუფალი აზროვნება, დამოუკიდებლობა, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, პატივისცემა ქვეყნისა და ოჯახის – ეს ყველაფერი ჩადებული და გაშლილი გვაქვს. დანარჩენს ამ ხმაურს ვერ ვიგებ და რაღაცის შიშია და რისი არ ვიცი”, – აცხადებს ქანთარია.

შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

იტვირთბა....