ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალა”

სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშის თანახმად, კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალა, სპეცოპერაციის ჩატარების დროს.

“2017 წლიდან ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია მისი დეტალების შესახებ. მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიმდინარე საქმის მასალებს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს თანხმობით ეცნობა. ჩვენი არაერთგზის საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, მთავარმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმის მასალები ამ საქმეზე, არ გაგვაცნო. 24 სახალხო დამცველის აპარატს მთავარი პროკურატურიდან მხოლოდ მშრალი და შაბლონური პასუხები მიეწოდება, საიდანაც შეუძლებელი ხდება იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ან რა დამატებითი მოქმედებების ჩატარებაა აუცილებელი. შესაბამისად, ის საკითხი, თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად დაცულია ის სტანდარტები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადგენს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებისას, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის შეფასების მიღმა რჩება.

გამოძიების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, ასევე სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად, აუცილებელია ამ პროცესში ახლო ნათესავის ცნობა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. ერთ წელზე მეტია, მიმდინარეობს გამოძიება. საზოგადოებისა და გარდაცვლილის ოჯახისთვის უცნობია შედეგები. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში. საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად. ამავე საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანხმობით26 შეისწავლა სუს-ის წარმოებაში არსებული გამოძიებისა და სასამართლოში არსებული საქმის მასალები. ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის ადეკვატურობის საკითხის შესაფასებლად სახალხო დამცველმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლის მიზნით წარუდგინა. მასალების შესწავლის შედეგებით და სააგენტოს პასუხით, არ გამოიკვეთა უფლებების დარღვევების ნიშნები ამ მიმართებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

იტვირთბა....