იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 1-ელ მაისამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას იუსტიციის სამინსიტრო ავრცლებს.
„აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.