მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

კილაძე – ხატია ახალაიას გაკვეთილებმა სამართლიანად გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება

“რამდენიმე მედია-საშუალებამ გაავრცელა სიცრუე, თითქოს სოფო კილაძის ინიციატივა – „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ აკანონებდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს სკოლაში. ჩვენი მიზანი არის ბავშვების დაცვა. ჩანაწერი, რომ სქესობრივი აღზრდის განათლება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობით, ემსახურება იმას, რომ თუ რომელიმე ენჯეომ ან ექსპერტმა გადაწყვიტა, რომ მაგალითად, არაფორმალური განათლების ფარგლებში (საბავშვო ბანაკები, ტრენინგები და ა.შ.) შემოიტანოს ასეთი ტიპის გაკვეთილები, მათ არ ჰქონდეთ ამის საშუალება მშობლის ფილტრის გარეშე. დღეს ბავშვები დაუცველები არიან ამ კუთხით, რისი კარგი მაგალითი იყო ხატია ახალაიას ცნობილი ონლაინ გაკვეთილები, რომელმაც სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში. ჩვენ არ გვინდა ასეთი რამის განმეორება. მე მესმის, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიის ინტერესში ხელისუფლების დისკრედიტაციაა, მაგრამ ასეთი უღირსი მეთოდების გამოყენება ვფიქრობ, მიუღებელია”, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

განათლებისა და შრომის ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე სექსუალურ განათლებაზე მორიგი ვიდეოგაკვეთილი დაიდო, რომლის ავტორი კვლავაც ხატია ახალაიაა. ვიდეოგაკვეთილი მენსტრუალურ ციკლს ეხება.

ახალაია და მისი ოჯახი, ვიდეოგაკვეთილების გამო, ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მუქარებს იღებს. ზოგიერთი ახალაიას სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრება. გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს.

ახალაიას თქმით, მუქარების მიუხედავად საქმეს მაინც გააგრძელებს.

იტვირთბა....