ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საპრეზიდენტო არჩევნებში, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ზელენსკი ლიდერობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, მსახიობსა და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30,4% აქვს,  ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 17.8 პროცენტი.

მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოა 14.2 პროცენტით.

თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა მოაგროვა, მეორე ტური გაიმართება, სადაც პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

იტვირთბა....