თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მუშები, სავარაუდოდ, ხარაჩოზე იდგნენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს ორი მუშის სამძებრო სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.