თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ქალაქ მალათიაში პარტიის ორი დამკვირვებელი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მოქალაქის ხმის მიცემის პროცესში ჩაერივნენ.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, დაკავებულია.