1989 წლის 9 აპრილის ფოტოს გმირი ნანა მახარაძე “მეტრონომთან” ჯემალ სეფიაშვილი “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” ახალ ვარიანტს ეხმაურება და აცხადებს, რომ არ ესმის რა არის შეშფოთების მიზეზი.
“მართალი გითხრათ არ მესმის რა არის შეშფოთების მიზეზი. ოდითგან მამაკაცები უძღვნიდნენ ქალბატონებს სიმღერებს. ბატონი ჯემალის ის სიმღერა 9 აპრილის ჰიმნი იყო, დარწმუნებული ვარ ამჯერადაც საუკეთესო იქნება . 9 აპრილის ღამე იყო გოლგოთა მთელი საქართველოსთვის. მე პირადად ვერ დავყოფდი ამ ტრაგედიას და დაღუპულთა რიცხვს სქესის მიხედვით. ქართველი ქალი მუდამ მამაცობის და ერთგულების სიმბოლო იყო და ვისურვებდი საუკუნეები ემღერათ ქართველ მამაკაცებს სამშობლოსათვის და ქალბატონებისთვის”, – აცხადებს მახარაძე.
შეგახსენებთ, რომ “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 17 მოკლული ქალის გარეშე”?! – 9 აპრილს 15:00 საათზე, პირველ არხთან, ერთად საპროტესტო აქცია გაიმართეება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 9 აპრლის ტრაგედიიდან 30 წლის თავზე, ყველასთვის ცნობილი სიმღერის, “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” ახალ ვერსიას მხოლოდ მამაკაცები ჩაწერენ.
ამავდროულად, პირველი არხი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას ეხმაურება. ავტორის კომენტარი გამოხატავს მხოლოდ მის მოსაზრებას და არა არხის პოზიციას. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე არ იგეგმება აღნიშნული სიმღერის ან კლიპის პრემიერა, არამედ 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ტრანსლაცია, რომლის პროგრამასა და შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ღონისძიების ორგანიზატორი.