“ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 17 მოკლული ქალის გარეშე”?! – 9 აპრილს 15:00 საათზე, პირველ არხთან, ერთად საპროტესტო აქცია გაიმართეება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 9 აპრლის ტრაგედიიდან 30 წლის თავზე, ყველასთვის ცნობილი სიმღერის, “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” ახალ ვერსიას მხოლოდ მამაკაცები ჩაწერენ.
სიმღერის ავტორის, ჯემალ სეფიაშვილის განცხადებით, სიმღერას სწორედ 25 კაცი ჩაწერს, რადგან ოჯახის სიძლიერე, ქვეყნის სიძლიერე, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი.
“1989 წლის, 9 აპრლის, რუსეთის საჯარისო ნაწილებმა დაარბიეს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ჩვენი მოქალაქეები, რა დროსაც მოკლეს 21 ადამიანი. ამ 21 ადამიანიდან 17 იყო ქალი!!!!
მოვუწოდებთ პირველი არხი პირველ არხს, არ გაუშვათ 30 წლის თავზე, 9 აპრილს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ამ სიმღერის უნამუსო პრეზენტაცია!
მოვუწოდებთ იმ 25 მომღერალ კაცს, არ მიიღონ ამ სამარცხვინო ჩანაწერში მონაწილეობა!!
მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ის 17 ქალი, ქვეყნის დაცვის სიმბოლოა, ნუ მიიღებთ ამ სამარცხვინო აბსურდის თეატრში მონაწილეობას, რადგან ეს არის იმ 17 ქალის და კიდევ უამრავი სხვა ქალის შეურაცხყოფა, რომლებმაც საკუთარი სამშობლოსთვის გაწირეს თავი!
ამიტომ, 9 აპრილს 15:00 საათზე, პირველ არხთან, ერთად მოვთხოვოთ ამ სამარცხვინო ფაქტის შეჩერება”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.