ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერიის მხარდაჭერით ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება

ზვიად გამსახურბილისის მერიის მხარდაჭერით, 31 მარტს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ისაუბრებენ მის პოლიტიკურ და შემოქმედებით საქმიანობაზე. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟები.
საღამოზე გაჟღერდება ზვიად გამსახურდიას საყვარელი საფორტეპიანო და საოპერო ნაწარმოებები ცნობილი ქართველი ხელოვანების შესრულებით.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლი „რუსთავი“, ვალერიან შიუკაშვილი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „მძლევარი“, გიორგი ონიანი, დემეტრე გამსახურდია და სხვა. საღამოს რეჟისორია დიმიტრი ღვთისიაშვილი, საღამოს გაუძღვება რატი ამაღლობელი.

იტვირთბა....