“იქნებ მშობელი არ ჰყავს, რომ აუხსნას! ქალბატონო, ბუნების წინააღმდეგ რატომ ცდილობთ წახვიდეთ?უფალმა რაც დააწესა, იმას რატომ უპირისპირდებით?! კაცისა და ქალის ცხოვრებაში ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, თანამიმდევრობით უნდა განვითარდეს, რომ ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბდეს. თქვენ რა, გინდათ, მოვლენებს გაასწროთ?! მოვლენების გასწრებას არაფერი დადებითი არ მოჰყვება! რატომ აქვს ადამიანს თავი,1 წლიდან 12 წლამდე ყველაზე მაგარი ანუ დაცული ტრავმისაგან?! იმიტომ, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი წაქცევა. 14 წელი ის ასაკია, მამრისთვისაც და დიაცისთვისაც, მომწიფების პერიოდი, რომ ჰქვია, თუ მათ ნაადრევი ინფორმაცია არა ააქვთ მიღებული, რასაც დღეს უცხოეთიდან ცდილობენ მოგვახვიონ თავს(ინტერნეტის საშუალებით პორნო რეკლამები)დააკვირდით, რაც უფრო ჩქარობთ წახვიდეთ წინ, მით უფრო უკან მივდივართ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით!შეჩერდით! ნუ ეწინააღმდეგებით უფლის წესებს! მისი პასუხი მტკივნეულია და კიდევ უფრო გამკაცრდება, თუ გონს არ მოეგეთ!!! უფალს ებარებოდეთ ქმრებზე ამხედრებულო დედაკაცებო!!!.
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი ტელეკომპანია “პირველის” წამყვანის თამარა ჩერგოლეიშვილის განცხადებას სქესობრივი აღზრდის შესახებ.
“სირცხვილი ხომ არ არის?! ქალები ვართ მენსტრუაცია გვაქვს ყველას. 12 წლის გოგომ რომ არ იცის რა ხდება მის სხეულში, თქვენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თვლით თუ არა, რომ ამ გოგოს აქვს უფლება იცოდეს, თუ რა ხდება მის სეულში?”, – მიმართა თამარ ჩერგოლეიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს.