“მიუხედავად იმისა ვის რამდენად გსიამოვნებთ პოლიტიკოსების სახლების ქურდობები (იხ.დანართი) მარტივ ლოგიკა/კეთილგონიერებას მაინც მიმართეთ – ამ ყველაფრის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ და ის ვინც ამას ორკესტრირებულად აკეთებს აუცილებლად თავად ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდება, ოდესღაც..
დანარჩენი სამართალდამცავების საქმეა”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ბოლო დროს პოლიტიკოსების სახლების გაქურდვას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის სახლი გაქურდეს. იქამდე კი ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ბინები გაქურდეს.