ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირად ცხოვრებაზე ნუ დამისვამთ კითხვას – ქობულია მისი სახლის გაქურდვაზე

„სახლის გატეხვაზე ვერაფერს გეტყვით, ეს პირადი კითხვაა,“ – ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ინფორმაციას მისი სახლის გაქურდვის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, გოგებაშვილის 20 ნომერში მდებარე ქობულიას სახლი გაქურდეს. აღნიშნულს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თუმცა, “კურიერთან” საუბრისას გაქურდვაზე მეზობლები საუბრობენ.მათი თქმით, ქურდებმა საკმაოდ ძვირადღირებული ნივთები წაიღეს.

იტვირთბა....