“აღმოჩნდა, რომ დაკავებული პირი მოზარდი სულაც არ არის, არის 19 წლის და შესაბამისად, არასრულწლოვნის ვერსია გამოირიცხა”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელების ბრალდებით დაკავებული მირიან მჟავანაძის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც კილაძემ TV პირველის ეთერში აღნიშნა, კადრები ორი კვირა იდო Youtube-ზე და მირიან მჟავანაძემ ის საკუთარი სახელით ატვირთა.
“არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ იმ ვერსიის, რასაც დღეს ადვოკატები გვეუბნებიან, რომ ბავშვურად, არ იცოდა, რას აკეთებდა, არ მჯერა. ამ პირს აქვს გადაღებულია დათო უსუფაშვილთან ერთად, მეორე ფოტო, რომლის წაშლაც მან მოასწრო, ან სხვამ წაშალა “ინსტაგრამიდან”, ეს იყო კობახიძესთან გადაღებული , თურმე პოლიტიკოსებს იცნობს და ეკა ბესელიასაც იცნობდა. მე არ მჯერა, რომ სადღაც იპოვა ეს კადრები.. სოციალურად აქტიურია, აქტივისტია, კარგად ერკვევა პოლიტიკოსებში, ფოტოებსაც იღებს შეხვედრებზე და სამთავრობო წრეებში ტრიალებს. უსუფაშვილთანაც, იმ დროსაა ფოტო გადაღებული, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. დამიტოვეთ უფლება, ვიფიქრო, რომ ადვოკატის ვერსია არასწორია”, – განაცხადა ელისო კილაძემ.