გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტის ბოლომდე საქართველოში ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში კი წვიმა, მთაში კი თოვლი იქნება.
ხვალისთვის, ანუ 29 მარტს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი – ნალექი.
თბილისში დღეს და ხვალ თბილისში მოსალოდნელია წვიმა და ქარი. ტემპერატურა, სავარაუდოდ, 11 გრადუსის მიდამოებში იმერყევებს.
რაც შეეხება 30 მარტს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი, ხოლო თბილისში ისევ სიცივე იქნება. 31 მარტს დასავლეთ საქართველოში 10-15 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი, შესაძლოა თოვლის სახითაც.