ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია “დაიცავი საქართველოს” შეკრებაზე მიდის და მათთან გაერთიანებას არ გამორიცხავს

“დაიცავი საქართველოს” 13 აპრილს ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრას ეკა ბესელიაც დაესწრება. როგორც ჩანს, მასთან ერთად იქნებიან “ოცნებიდან” წამოსული მისი თანამოაზრეებიც.
ბესელიამ “ტვ პირველთან” მაღრაძის ორგანიზაციაში გაერთიანებაც კი არ გამორიცხა. “ეს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი სტარტი იქნება”- ეს განცხადება უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ დავით მაღრაძის მიმართვის შეფასებისას გააკეთა.

“ვიქნები შეკრებაზე… ვნახოთ, ჩვენ თანამოაზრეები ვართ ამ პროცესში, თუმცა შემდეგ ნაბიჯებზე შემდეგ ვისაუბრებთ. მთავარია იდეა, რომელიც ღირებულია” – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, პოეტმა დავით მაღრაძემ რამდენიმე ხნის წინ ახალი მოძრაობის შექმნის შესახებ ისაუბრა. როგორც ჩანს, დეკლარირებული მესამე ძალის შექმნის პერსპექტივად, მაღრაძის ახალი ორგანიზაცია მოიაზრება.

იტვირთბა....