ახალი ამბები მთავარი სამართალი

აშშ-ს კონსულმა სმიტების საქმეზე გამოტანილ ვერდიქტზე კომენტარი გააკეთა

აშშ-ს კონსული ჯენეთ რებერი სმიტების საქმეზე გასამართლებულ მალხაზ კობაურის ვერდიქტზე კომენტარს აკეთებს. მისი შეფასებით, ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

“გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა.

შეგახსენებთ, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობისთვის და ლორა სმიტის გაუპატირებისთვის მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

 

იტვირთბა....