ახალი ამბები მთავარი სამართალი

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ორის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

მალხაზ კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მხარს უჭერდა ბრალდების მხარე. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი სამართლიანი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთაა.

 

იტვირთბა....