მთავარი ციტატა

“ეს პატარა, სუსტი კაცები, რომლებსაც გავაწანი პოლიტიკური სილა, საცოდავად გამოიყურებიან”

“ახლა ვფიქრობ, ამათი მიტოვება ასე ადრე შეიძლებოდა თუ არა, ისეთ უბედურ დღეში ჩავარდნენ. ცოტა ხანი ხომ არ სჭირდებოდათ მართლა პატრონი. ის ადამიანები, რომლებზეც ვსაუბრობ და რომელიც ასევე საუბრობს „ქართული ოცნების“ სახელით, არ ინდობა ქვეყნის მართვა. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერც ფერებს არკვევს და ვერც ადრესატებს, ვის უნდა გაუგზავნოს კონკრეტული მომზადებული სალანძღავი, შეურაცხმყოფელი და თავდასხმისკენ მიმართული გზავნილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სახიფათოა მათ ხელში სადავეები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ მათ პატრონს და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ეს პატარა სუსტი კაცები, რომლებსაც რამდენჯერმე უკვე გავაწანი პოლიტიკური სილა, ამდენი სილაგაწნული ადამიანი საცოდავად გამოიყურება, რამდენჯერ შეიძლება ეს გავაკეთო, ყოველდღე ამით თუ ვიქნები დაკავებული, მევე შემებრალებიან ისინი. ამიტომ მან შეიბრალოს, მიხედოს, უპატრონოს და მიუჩინოს თავისი ადგილი, თორემ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერზე პასუხისმგებლობა გადადის პირადად მასზე”.

ეკა ბესელია, დამოუკიდებელი დეპუტატი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი

იტვირთბა....