ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამინდის პროგნოზი დღეს და უახლოეს დღეებში – გარემოს ეროვნული სააგენტო

დღეს, თბილისში ტემპერატურა +18 გრადუსამდე მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნალექი და ნისლია.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება, 27 მარტს +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 28 მარტს კვლავ ნალექიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

ხვალიდან, 28 მარტიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 28 და 29 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ქარი იქნება. მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლებელია მოთოვოს.

იტვირთბა....