ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრისთვის ბარგში დაშვებული და აკრძალული ნივთების სიას აქვეყნებს:
“იმისდა მიუხედავად, ახორციელებთ შიდა თუ საერთაშორისო ფრენას, თქვენ და თქვენი ბარგი ექვემდებარებით აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლს.
მკაცრად განსაზღვრულია იმ საგნების ჩამონათვალი, რომელთა თვითმფრინავში ატანაც დაშვებულია. ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი მოწმდება დეტექტორის საშუალებით და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დეტალურად. აღნიშნული პროცედურა აუცილებელია იმ ნივთიერებების და საგნების გამოსავლენად, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მგზავრებს, თვითმფრინავის ეკიპაჟს ან ხომალდის უსაფრთხოებას.
ხელბარგში დაშვებულია და შეგიძლიათ ჩადოთ:
✔ სახლისა და ავტომობილის გასაღები
✔ თმის საშრობი
✔ თმის უთო
✔ ფრჩხილის ქლიბი
✔ ქოლგა
✔ და რაც მთავარია ჩურჩხელა
ხელბარგით თვითმფრინავში დაშვებული სითხე (მათ შორის გელი, კრემი, პასტა) მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 100 მლ/თითო კონტეინერი.
ბასრი საგნების ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ ჩასაბარებელ ბარგში.
უსაფრთხოების შემოწმებისას ასევე შესაძლებელია მოგთხოვონ ფეხსაცმლის გახდა და ქამრის მოხსნა.
ხელბარგში მოსათავსებლად აკრძალული საგნების სია:
ქვემოთ წარმოდგენილი სია არ არის ამომწურავი და უსაფრთხოების შემოწმების გავლისას აეროპორტის თანამშრომლებს უფლება აქვთ დამატებით მოითხოვონ იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც არ არის მითითებული სიაში.
ყველანაირი სახის იარაღი, საბრძოლო საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, ყველანაირი სახის ბასრი პირის მქონე იარაღი და საგანი, მათ შორის, ნებისმიერი სახის ზიანის გამომწვევი ბლაგვი საგანი, მათ შორის ყველანაირი სახის ფეთქებადი და აალებადი ნივთიერება, მათ შორის, ნებისმიერი სახის ქიმიური ან ტოქსიკური ნივთიერება, მათ შორის ყველა სახეობის სითხეები და გელები 100 მლ-ზე მეტი მოცულობით, აეროპორტის DUTY FREE მაღაზიებში შეძენილის გარდა.
ჩასაბარებელ ბარგში აკრძალული ნივთების სია:
ფეთქებადი ნივთიერებები, დეტონატორების, ფითილის, ყუმბარების, ნაღმების და სხვა ფეთქებადი ნივთიერებების ჩათვლით; აირები, პროპანისა და ბუტანის ჩათვლით; აალებადი სითხეები, გაზოილისა და მეთანოლის ჩათვლით; ადვილაალებადი მყარი და რეაქტიული ნივთიერებები, მაგნიუმის, სანთებელების, ფეიერვერკის და სასიგნალო რაკეტების ჩათვლით; მჟანგავი და ორგანული ზეჟანგები, მათეთრებლისა და ძარის შესაკეთებელი კომპლექტების ჩათვლით; ტოქსიკური ან ინფექციური ნივთიერებები, ვირთხის საწამლავის და ინფიცირებული სისხლის ჩათვლით; რადიოაქტიური მასალა, სამედიცინო და კომერციული იზოტოპების ჩათვლით; მჟანგავები, ვერცხლისწყლისა და სატრანსპორტო საშუალების ბატარეების ჩათვლით; სატრანსპორტო საშუალებების საწვავი სისტემის კომპონენტები, რომლებიც შეიცავენ საწვავს; შეკუმშული გაზის ბალონები.
* აღნიშნული სია არ არის ამომწურავი და უსაფრთხოების შემოწმების გავლისას აეროპორტის თანამშრომლებს უფლება აქვთ დამატებით მოითხოვონ იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც არ არის მითითებული სიაში. შპრიცების ტრანსპორტირება დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
https://www.facebook.com/kutaisi.aero/photos/a.1581791248756491/2328831407385801/?type=3&theater