გორში, კომბინატის დასახლებაში, 30 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
შემთხვევა 25 მარტს მოხდა – ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ექსპერტიზა ბუნებრივ სიკვდილს დაადასტურებს..