ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: სასამართლოს გადაწვეტილებით, არგუმენტები, რომელითაც მერაბიშვილი პატიმრობაში რჩება, უსაფუძვლოა 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმსჯელოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

უფლებადამცველის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ არგუმენტები, რომელითაც მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება, უსაფუძვლოა, დღეს ჟურნალისტებსაც გააცნო.

„სასამართლომ მიუთითა, რომ ის საფუძვლები, რომელიც მოყვანილი ჰქონდა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, არის უსაფუძვლო. ასევე, მიუთითა მათ, რომ ახლიდან იმსჯელონ და სხვა გადაწყვეტილება გამოიტანონ. ეს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული, იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ახლა, ვალდებულია, რომ იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი, ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან, შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, (რაც ჩვენ გვქონდა გასაჩივრებული თავის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული), რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ დაუყოვნებლივ იმსჯელონ და გაათვისუფლონ ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან”, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

იტვირთბა....