დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს.
კაკულიამ აღნიშნული კომენტარი საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, რომლის მიხედვით საინვესტიციო საბჭოს წევრთა წლიური ხელფასი 60 ათას დოლარამდე იქნება, საუბრისას გააკეთა.
“მაშინ როდესაც პარლამენტის ხელფასი არის ის რაც არის, ჩემი აზრით, ეს არ არის რელევანტური. მაშინ დავფიქრდეთ ზოგადად, ადეკვატურობაზე პასუხისმგებლობისა და ზოგადად საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე”, – აღნიშნა კაკულიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმენენ და მათ მიმართ არაერთი კითხვა დაისმება.
საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების ხელფასი $60,000 დოლარი იქნება