ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების ხელფასი $60,000 დოლარი იქნება

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევად გამოაცხადა საერთაშორისო კონკურსი, რომლის მეშვეობითაც 5 TOP – მენეჯერი შეირჩევა.

შერჩეული პირები, 5 წლის განმავლობაში, პასუხისმგებლები იქნებიან, სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრაზე.

საინვესტიციო საბჭოს წევრთა ანაზღაურება წელიწადში $ 60,000-მდე იქნება.ამასთანავე, საბჭოს წევრების სამგზავრო ხარჯებსაც ფონდი დაფარავს.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრები საქართველოს მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ესტუმრონ და წლის განმავლობაში არანაკლებ 72 საათი იმუშაონ.

კანდიდატებს საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე განაცხადის გაკეთება 6 აპრილამდე შეუძლიათ.

იტვირთბა....