ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამარ ჩუგოშვილი: ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა

ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას პირობა დადებული აქვს, რომ რეკომენდაციებს კანონპროექტში სრულად ასახავს.

„ვენეციის კომისიას კანონპროექტი დიდი ხანია გადაგზავნილი აქვს და ისინი მუშაობენ. ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა, რომლებიც სხვადასხვა აქტორებს შეხვდებიან, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სხვადასხვა აქტორებისგან გაიგებენ მოსაზრებებს, თუ რას ფიქრობენ ისინი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

სესია აპრილის ბოლოს არის, რომელზეც ვენეციის კომისიის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს. პირობა დადებული გვაქვს, რომ ამ რეკომენდაციებს ჩვენს კანონპროექტში სრულად ავსახავთ“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეების შესახებ ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე ვენეციის კომისიას შენიშვნები გადაუგზავნა.

იტვირთბა....