ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული 24 წლისაა.

კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია.

ჟურნალისტების ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა.

ინციდენტის მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

იტვირთბა....