პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი მთავარი გზავნილი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო.
პრეზიდენტის თქმით, მშვიდობიანი პოლიტიკა არის საქართველოს ძალა და ეს იქნება გამარჯვების გზა.
“საუბარი შეეხო ღია კარის პოლიტიკას, მიდგომას, რომელიც აქვს ნატო-ს, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა იყოს საქართველოსთან, მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილი დღეს სწორედ იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რამეთუ ძალიან დამძიმდა ოკუპაციის ხაზთან რუსეთის ქმედებები. ეს იქნება მცოცავი საზღვარი სხვადასხვა ადგილებზე, გატაცებები, თუ ეს იქნება მუქარა, რაც ისმოდა ბოლო პერიოდში თუნდაც სწორედ ნატო-ს წვრთნების შესახებ. ამიტომ ეს იყო ჩვენი ყოველდღიური სათქმელი ჩვენს პარტიორებთან – იცოდნენ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად ჩვენს სამშვიდობო გეგმებს, სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როდესაც იკეტება გადასასვლელი პუნქტები საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პილიტიკა საქართველოს არ გააჩნია, არის მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, ეს ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის ფორმატი, მიიღოს პილიტიკური დატვირთვა ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება შევეგუოთ იმას, რომ მხოლოდ ტექნიკურ დონეზე წყდება ან არ წყდება ეს საკითხი, რადგან რეალურად პროგრესი, რომ გადაწყდეს მშვიდობიანად, არ არსებოს, თუ ეს არ იქნება ჩვენი პარტიორებისგან ყოველდღიურად გახსენებული რუსეთისთვის, რომ მან უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რაც მიღებული აქვს.
კიდევ ერთი მინდა ვთქვა – ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა. ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება გამარჯვების გზა “,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველ სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში დღესვე დასრულდება. ის თბილისს 24 მარტს ეწვია.