მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

“საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არ ვიყარო კენჭი მაჟორიტარად მთაწმინდაზე”

“ჩემო კარგო ხალხო, მინდა შეგატყობინოთ რომ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ არ ვიყარო კენჭი მაჟორიტარად მთაწმინდის ოლქში. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ერთი წლის წინ, იუსტიციის საბჭოში წევრობის მომენტიდან, მე წამოვიწყე დიდი ბრძოლა სამართლიანობისათვის საქართველოში. ახლა როდესაც მიმდინარეობს უზენაესს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ვდგავართ სერიოზული რისკის ქვეშ რომ სამართლიანობას საბოლოოდ დაეპატრონება ერთი ჯგუფი, მურუსიძე- ჩინჩალაძის სახელით, როგორც არასდროს ჭირდება ამ ბრძოლას ყველა ძალის კონცენტრირება რომ მივიყვანოთ ბოლომდე. ამიტომაც გადავწყვიტე რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და  ქართული ოცნების ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება. მეტიც, ვფიქრობ და მზად ვარ რომ ჩართული ვიყო ამ პროექტის დასასრულებლად და საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისათვის. მე და ნაზი ჯანეზაშვილი მხოლოდ ყველა თქვენთანაგის მხარდაჭერით თუ გამოგვივა რამე”

ანა დოლიძე

იტვირთბა....