ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველო გახდება NATO-ს წევრი” – ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ისაუბრა.

“საქართველო გახდება ნატოს წევრი და არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის მიერ არჩეულ გადაწყვეტილებაში” – ასეთი განცხადება გააკეთა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ნატოს წევრობა არის უსაფრთხოების გარანტია და საქართველოს სურვილი გაწევრიანდეს ორგანიზაციაში აუცილებლად მიიღწევა.

ნატოს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში დღესვე დასრულდება. ის თბილისს 24 მარტს ეწვია.

იტვირთბა....