ნატიოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთს კიდევ ერთხელ მიმართა.
“მოვუწოდებ რუსეთს გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და შეასრულოს აღებული ვალდებულებები” – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
ნატოს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.
სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში დღესვე დასრულდება. ის თბილისს 24 მარტს ეწვია.