ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი პრემიერს – როდის შეიცვალეთ “ნაცმოძრაობაზე” აზრი, როცა პარტიის შემომწირველთა შორის იყავით?

ბატონო პრემიერო, როდის შეიცვალეთ “ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაზე აზრი, რომ ის თქვენთვის ფუნდამენტალურად მიუღებელი იყო, მაშინ როცა „ნაცმოძრაობის“ შემომწირველთა შორის იყავით? – ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანაში დანაშაულის ზრდა არის კრიმინალური მენტალიტეტის ბრალი. ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი?! – თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ხომ არა, რომელიც ბიზნესმენებს საქმის გასარჩევად ქურდივით იბარებს და ბიზნესმენებს შორის საქმეებს ქურდული წესებით ალაგებს, კანონისა და სასამართლოსთვის გვერდის ავლით. ბატონი ფარცხალაძე, რომელიც ხალხს ურტყამს ქუჩაში ან სარდაფში ჩაჰყავს საქმის გასარჩევად. ვინ შექმნა კრიმინალური მენტალიტეტი თუ არა მირზა სუბელიანმა, რომელმაც სარალიძის საქმე ისე დაალაგა, რომ დღემდე ვერავის გაურკვევია თუ ვინ მოკლა დათო სარალიძე. მამამისი დღესაც პარლამენტის წინ დგას და პასუხს ელოდება ხელისუფლბისგან. თქვენმა სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პირდაპირ განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის გამტაცებლებს ვერასდროს იპოვიან და ბევრი საქმე გამოუძიებელი რჩება. კრიმინალური მენტალიტეტი თეა წულუკიანმა ხომ არ შექმნა, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტებთან სურათებს იღებს და პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ არ იცის, ვინ არის მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე და არც აინტერესებს. ასევე თქვენი თანაგუნდელი კალაძე კრიმინალურ ავტორიტეტებს პირადად ხვდება და სხვა ქვეყნებში აცილებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

იტვირთბა....