მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ციტატა

“ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი” – ოქრუაშვილი

“ვესაუბრები ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც ჩემსავით გვერდიდან მაყურებლის როლი უკავიათ, თუმცა ბევრი რამ შეუძლიათ პროცესის სწორად შეტრიალებისთვის. მაქვს ამ ადამიანების დარწმუნების სურვილიც, მოტივაციაც და საშუალებაც. არ ვიტყვი სახელებს და გვარებს. დაახლოებით, აპრილის ბოლომდე დამჭირდება გარკვეული სახის კონსულტაციების დასრულება და მაისში გარკვეული სახის გეგმებზე ვისაუბრებთ. მე მიმაჩნია, რომ ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა, ამ სიტუაციაში… თქვენ რომ გეკითხათ რატომ იყავი ჩუმად 2012, 2013, 2014, 2015 წელს, მე მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო, მარტო იმისთვის, რომ ვიხმაურო?! დღეს იმ ტენდენციების ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება და ყველაფერი ცუდი ხდება, კარგი არაფერი ხდება… კარგი ამათგან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რაც დამამახსოვრდა – მწეველებზე არ მინდა ცუდად გამომივიდეს – დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა იყო ერთადერთი კარგი რაღაც, რაც ამათგან გავიგე. მე თვითონაც დიდი ხანია სიგარეტისთვის თავი მაქვს დანებებული და ამიტომ კარგი არაფერი ხდება ქვეყანაში და ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ არანაირი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების არც მქონდა და არც მაქვს სიმართლე გითხრათ”

ირაკლი ოქრუაშვილი

გადაცემა “360 გრადუსი”

იტვირთბა....