„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ემზარ კვიციანის აზრით, საქართველოში ლგბტქ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.
ამის შესახებ მან „მეტრონომთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვართ კავკასიელები, ის რაც ჩვენთვის მომაკვდინებელია, არ უნდა ჩავიდინოთ, ეს არის პროპაგანდა და პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ“, – ამბობს ემზარ კვიციანი.