საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გაცხადებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი და პრობაციის ეროვნული სააგენტო ერთიანდება.
„უახლოეს ხანში განხორციელდება პრობაციის სისტემის რეფორმა, რომლის შედეგი იქნება პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის – ამ ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანება და ასევე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის რეფორმა. მთავარი აქცენტი კეთდება რესოციალიზაციაზე, რეაბილიტაციაზე, რომ ნაკლები დანახარჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის პირობებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.