ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით თურქეთის დასავლეთ ნაწილში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა..
ბიძგები ადგილობრივი დროით 06:34 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 16 კილომეტრში იყო სამხრეთით ქალაქ აჯიპაიდან და 32 კილომეტრში დასავლეთით ქალაქ თეფენიდან. მიწისძვრის კერა 27 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
ინფორმაცია ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.