ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შენს ხელებს ფულის სუნი ასდის და ამიტომ, დაწყნარდი” – ზარდიაშვილი ბესელიას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილსა და დეპუტატ ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მოსამართლეების შერჩევის საკითხს მოყვა.

“სრულიად საქართველომ იცის ამ დარბაზში მჯდომი ყველა ადამიანის როგორც პატიოსნება, ასევე ღირსება და პროფესიონალიზმი. შესაბამისად, ყველამ თავის პატიოსნებას მიხედოს. პირდაპირ გეუბნებით, სასამართლოს კორუფციული რისკების მატარებლები ხალხი ეპარება”, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

ამაზე ეკა ბესელიამ რეპლიკით უპასუხა:

“მთელი ეს წლები ხელებს აფათურებდი სასამართლოს კორუფციაში” – ბესელია.

ზარდიაშვილმა კი ეკა ბესელიას ასე უპასუხა:

„ხელს კი არ ვაფათურებდი… შენს ხელებს ასდის ფულის სუნი და ამიტომ, ძალიან გთხოვთ დაწყნარდი“ – ზარდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მოსამართლეების შერჩევის საკითხს  განიხილავდნენ.

იტვირთბა....