„ახლა ზუსტად მივხვდი, რომ თქვენ კაბინეტი მართლა ოთახი და ოფისი გგონიათ. ჯერ ერთი, მაგას ადასტურებთ თქვენ თვითონ, რომ კაბინეტი რა არის, არ იცით ამდენი ხნის განმავლობაში და მეორე, რაც შეეხება კაბინეტში შეხვედრებს, თქვენ არაერთხელ ტყუილი გაავრცელეთ ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, როდესაც ბიუროს ოთახში იმართებოდა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და მათ შორის მხოლოდ 4 იყო მოსამართლე, იქ თქვენ თქვით ტყუილი, თქვენ და თქვენმა მეგობრებმა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სხდომის დროს მე ვხვდებოდი კაბინეტში იუსტიციის საბჭოს წევრებს. ეს იყო ტყუილი და ასე შორს ვერ წახვალთ და ვერც მიდიხართ შორს ქალბატონო ეკა. ამას ყველ ავხედავთ. ვერც თქვენ, ვერც ბატონი გედი და ვერც ბატონი ზვიადი და ვერც თქვენი სხვა მეგობრები”
ირაკლი კობახიძე