თემქის მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
მომხდარის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ბრიგადა და მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.
“ყაზტრანსგზ-თბილისის“ განცხადებით, აფეთქების მიზეზი, ამჟამინდელი ინფორმაციით, გაზგამათბობლის არასწორი მონტაჟი გახდა.
ფოტო: Imedinews