დამოუკიდებელი დეპუტატის, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, იურიდიული კომიტეტის გუშინდელი სხდომა იყო ლუსტრირება.
“ჩათვალეთ, ზარდიაშვილი, მდინარაძე და ოხანაშვილი „ქართული ოცნების“ მესაფლავეები არიან”- განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის პერიოდის ზონდერები, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ძველი მეთოდებით მოქმედებენ.
„აბსოლუტურად ვეთანხმები გედის განცხადებას, ეს არის კოლექტიური და თანამედროვე შარიკოვების ჯგუფი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა და გააბითურა „ქართული ოცნების“ იდეა. გუშინ ჩანდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის პერიოდის მართლაც ზონდერები და რეჟიმის ჭანჭიკები, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ ასრულებენ ზუსტად იგივე დავალებებს და იგივე მეთოდით მოქმედებენ საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როგორც მანამდე. გუშინდელი დღის შემდეგ კითხვა თუ, რატომ წავედით ჩვენ „ქართული ოცნებიდან“ არავის არ უნდა დარჩეს. ეს ადამიანები მართლა თავიდან ფეხებამდე არიან კორუფციაში ჩაფლულები და სასამართლოს სისტემას იყენებენ პირადი კომერციული ბიზნესინტერესებისთვის, ვგულისხმობ პირველ რიგში ზარდიაშვილი – მდინარაძის ჯგუფს. პირველად მათგან გავიგე სიტყვა ბუღალტერია, რაც როგორც მერე გავარკვიე, არის შუამავლობა პარლამენტსა და სასამართლოს შორის. ეს ადამიანები ბედავენ და ვინმეს მიმართ იშვერენ ხელს, მე არასდროს დავალ მათ დონემდე, მათი სალაპარაკო ენა არის განსხვავებული“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/636060306842596/