ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოთარ კახიძე: ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი

“საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია”, – ამის შესახებ დეპუტატმა ოთარ კახიძემ, პარლამენტში, მასსა და ირაკლი ბერაიას შორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდგომ განაცხადა.

კახიძის თქმით, მან კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებით მიმართა, რასაც ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა.

“შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის პროცედურის დარღვევაზე, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რასაც გავეცი პასუხი. ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ, ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია. ინციდენტი მე არ წამომიწყია, მე უბრალოდ პასუხი გავეცი მის ქმედებას”, – განაცხადა კახიძემ.

ირაკლი ბერაია: ოთარ კახიძეს კომიტეტის სხდომიდან წასვლა სურდა და ასეთი საშუალება ამისთვის მოიფიქრა

 

იტვირთბა....