მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ზოგადი პრინციპები სწორია, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი დეტალი დასახვეწი იყოს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვერავინ უნდა მოახერხოს ისეთი ლავირება, კანონში ხარვეზების პოვნა, რომ შემდეგ ადამიანებმა სამშობლოს წინაშე ვალდებულება არ მოიხადონ.
„ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, ზოგადად მიზნიდან გამომდინარე, არის სწორი. თუმცა შეიძლება, ნორმების დეტალები იყოს დასახვეწი, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ არ აღიქვას დისკრიმინაციულად.
კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ მიზანი არის სწორი, პრინციპების დონეზე შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ გარკვეული დახვეწის საჭიროება იქნება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. ამ შემთხვევაში, საუბარი არ ეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას.