ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აიისამ სესიაშვილის გამოსახულებიანი პრეზერვატივები შექმნა

გირჩის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის, ბიბლიური თავისუფლების ორი წლისთავთან დაკავშირებით აიისამ დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის გამოსახულებიანი პრეზერვატივები შექმნა. გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ერთ-ერთი პრეზერვატივის გამოსახულება საზეიმო ტორტზე დაატანეს.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა, რომლის მიხედვითაც არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ჯარში წასვლა მოუწევთ. მოგვიანებით, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მღვდელმსახურების მოწმობების გაცემით გირჩის რელიგიური ორგანიზაცია 20-დან 100 ლარამდე თანხას იღებდა და ეს კორუფციულ რისკებს შეიცავდა.

ზურაბ ჯაფარიძეს კი მიაჩნია, რომ ამ პროცესების უკან საპატროარქო დგას. მისივე თქმით, სესიაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, მას საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.

იტვირთბა....